კომპეტენციებიდან და მანდატიდან გამომდინარე სერვისლაბს აქვს შემდეგი ტიპის სერვისები:
სამუშაო შეხვედრები – თანამედროვე ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენებით დაგეგმილი ან არსებული პროდუქტების, სერვისებისა თუ პროექტების განხილვა.
ტრეინინგები – როგორც სააგენტოს შიდა თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდის ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებული პირებისთვის.
სერვისის შეფასება – არსებული სერვისის შეფასება, მომხმარებლის კმაყოფილების დონის გაანალიზება სერვისის ყოველ ეტაპზე და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.