Design Thinking 

Design Thinking სერვისლაბის ძირითადი მეთოდოლოგიაა, რომლის მეშვეობითაც ვქმნით და ვავითარებთ ადამიანებზე ორიენტირებულ საჯარო სერვისებს, და ვიკვლევთ პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ გზებს უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამ მეთოდოლოგიის გამოყენება უზრუნველყოფს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და სერვისის მორგებას მომხმარებლის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. 

Behavioral Insights

Behavioral Insights გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას, და საშუალებას გვაძლევს უკეთესი გადაჭრის გზა ვიპოვოთ იმ კომპლექსურ პრობლემებისთვის, რაც ადამიანთა  სხვადასხვა ჯგუფს აწუხებს. ამ მიდგომის გამოყენებით შესაძლებელია საჯარო პოლიტიკის ეფექტურობის გაუმჯობესება მცირე დანახარჯებით, რაც გულისხმობს საკითხების გადაჭრას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ქცევითი ინტერვენციების გამოყენებით.

Foresight 

Foresight frameworks მეთოდოლოგიის მეშვეობით ვეხმარებით ორგანიზაციებს განავითარონ მომავალი შესაძლო სცენარების ხედვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება დღეს. ეს მეთოდოლოგია გვეხმარება არსებული ტრენდების კარგად შესწავლა-ანალიზში და გვამზადებს მომავალი გამოწვევებისთვის. 

Reverse Engineering

Reverse Engineering მეთოდოლოგიის გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია ინოვაციური საჯარო სერვისების განახლების, ადაპტირებისა და პროტოტიპის შექმნის დროს. ამ მეთოდის მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორ შეიქმნა სერვისის დიზაინი, რომელი კომპონენტი მუშაობს წარმატებით, და რა საჭიროებს გაუმჯობესებას.

წინამდებარე ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს დანვითარების პროგრამის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახური და მისი შინაარსის ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

Developed by IdeaDesignGroup
მაღლა