- მომხმარებელზე ორიენტირებულობა – ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბება მიმართული უნდა იყოს სააგენტოს თანამშრომელთა და მომხმარებლების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებაზე;
- დინამიურობა და ციფრულობა – ინოვაციების მართვის პროცესი უნდა იყოს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად თავისუფალი ბიუროკრატიული პროცედურებისგან და ითვალისწინებდეს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას (თუმცა, არა სავალდებულო);
- ხარჯების ეფექტურობა – ინოვაციის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია „მცირე დანახარჯი, დიდი სარგებელი (ე.წ. low cost – high impact)“ მიდგომის გამოყენება, რაც დამატებით ხარჯების გაწევას მინიმუმამდე შეამცირებს;
- ყველა ადამიანი ინოვატორია – საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ყველა პიროვნებას გააჩნია ექსპერტიზა კონკრეტული მიმართულებით, შესაბამისად ყველა ადამიანი არის პოტენციური ინოვატორი.
- ყველა იდეა მნიშვნელოვანია – ყველა იდეა შეიძლება არ იყოს ინოვატორული, თუმცა მათი გამოხატვა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რადგან ერთის მხრივ შეიძლება ის წარმოადგენდეს სიახლეს, ხოლო მეორეს მხრივ ინოვაციური კულტურის ჩამოყალიბების პროცესს უწყობდეს ხელს.
- ჩართულობა და მფლობელობის უზრუნველყოფა – იდეების განხილვის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ობიექტურად გაწერილ კრიტერიუმებს. წარმატებული იდეის ავტორის ჩართულობა განხორციელების და შეფასების ეტაპებზე მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი „მფლობელობის“ განცდის გაზრდისთვის;
- პარტნიორობა – ინოვაციების მართვის პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნეს თანამშრომლობა, როგორც შიდა ასევე გარე პარტნიორებთან (საჯარო უწყებებთან და კერძო და საერთაშორისო/არასამთავრობო ორგანიზაციებთან).