ჩვენ ვართ რეგიონში პირველი საჯარო სექტორში დაარსებული ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, რომელიც შეიქმნა 2014 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოში, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

ჩვენ ვქმნით და ვავითარებთ საჯარო სერვისებს ინოვაციური მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩვენ ვეხმარებით სამთავრობო ორგანიზაციებს ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და კომპლექსური პრობლემებისთვის ეფექტური გადაჭრის გზების მოძიებაში.

ჩვენ ვგეგმავთ სამუშაო პროცესებს და ვასრულებთ ფასილიტატორის როლს სერვისის შემქნელებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის. შედეგად, ხელს ვუწყობთ მომხმარებლების საჭიროებების ამოცნობას და ამ საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების ერთობლივად შექმნას სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობით.

წინამდებარე ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს დანვითარების პროგრამის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახური და მისი შინაარსის ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

Developed by IdeaDesignGroup
მაღლა