14 Nov 2018

გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა ქცევითი ანალიზის გამოყენებით

  • ServiceLab

2017 წელს საქართველოში 2142 ოჯახური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა და 4370 შემაკავებელი ორდერი გაიცა. გენდერული ნიშნით ძალადობა (GVB) ჯერ კიდევ დიდ და კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის. ძალადობას უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ქალის ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობაზე და არც თუ იშვიათად სრულდება ფატალური შედეგით. ქალების 35% განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო და სამხრეთ აფრიკა წარმოადგენს.  თუმცა, ამ ორ ქვეყანაში პრობლემის მასშტაბი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს კვლევებსა და ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში. დამკვიდრებული საზოგადოებრივი თუ კულტურული სტიგმის გათვალისწინებით, ბევრად ნაკლები ძალადობის მსხვერპლი ქალი მიმართავს სხვადასხვა უწყებას დახმარებისთვის და თავად ცდილობს გაუმკლავდეს მოძალადეს.  ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქცევა ძალადობის შემსწრე:

  • გვერდს უვლის ძალადობის ფაქტს და თავს იმშვიდებს, რომ ეს მისი საქმე არ არის,

თუ

  • მომენტალურად რეაგირებს შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად?

გენდერული ნიშნით ძალადობის ხელის შეშლასა და თავიდან არიდებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ირგვლივმყოფების და შემთხვევითი “მოწმეების” ჩართულობა. საქართველოსა და სამხრეთ აფრიკაში არსებული საზოგადოებრივი “ნორმების” ზეგავლენით ადამიანების დიდი ნაწილი ამ დროს არაფერს აკეთებს მსხვერპლის დასახმარებლად. გარდა საზოგადოებაში დამკვიდრებული “ნორმებისა”, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტის შესწრებისას ჩაურევლობაზე სხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას, რაც კომპლექსურ ხარისხობრივ კვლევას საჭიროებს საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად.

ამ პრობლემის ინოვაციური გზით გადაჭრის იდეით გავერთიანდით ჩვენ (ServiceLab), UNDP GeorgiaUNDP South Africa და  UN Women-ის ორივე ქვეყნის წარმომადგენლობა. პროექტის მთავარი მიზანი ქცევითი ანალიზით (Behavioral Insights) ნაკარნახევი ინტერვენციის მოდელის შემუშავებაა, რომელიც აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას პრობლემის ირგვლივ და ნორმად დაამკვიდრებს ძალადობის შემსწრე პირების მხრიდან ჩარევას ძალადობის შესაჩერებლად. პროექტზე მუშაობის პირველივე დღეებიდან შემოგვიერთდნენ BIT-ის (ქცევითი ანალიზის გუნდი) ექსპერტები არაერთი წარმატებული ინტერვენციის დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილებით, მათ შორის – გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით. BIT დიდ ბრიტანეთში დაარსებული პირველი სამთავრო ორგანიზაციაა, რომელიც ქცევითი ანალიზის მეთოდს იყენებს სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად და მოქალაქეებზე მორგებულ საჯარო სერვისების შესაქმნელად. BIT-ის პროექტში ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქცევითი ანალიზის შესახებ ცოდნის მიღების და მისი პრაქტიკაში გამოყენების მხრივაც, მიღებული გამოცდილების სამომავლო პროექტებში ცალკე თუ სხვა ინოვაციურ მოდელებთან ერთად გამოყენებისთვის.  

საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად პირველად ხდება ქცევითი ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც პროექტს ექსპერიმენტულ ხასიათს ანიჭებს. ქცევითი ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენების მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მცირე ბიუჯეტით მიღწეული მაღალი ეფექტურობა. ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ეგვიპტეში, გენდერული ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გაეროს განვითარების პროგრამასა და BIT გუნდს შორის მიმდინარე თანამშრომლობა. პროექტის  ფარგლებში, ქალებს ელექტროენერგიის ქვითრების მეშვეობით მიაწოდეს ქცევითი ანალიზის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით სპეციალურად შემუშავებული მესიჯები, რომლითაც ძალადობის მსხვერპლებს უბიძგებდნენ დასახმარებლად მიემართათ შესაბამისი უწყებებისთვის.

პროექტის  ფარგლებში, BIT-ის ექსპერტები ჩამოვიდნენ საქართველოში თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად და ქცევითი ანალიზის მეთოდის გასაზიარებლად გენდერული ძალადობის საკითხებზე მომუშავე სერვისის მიმწოდებელი საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მისიის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა შეისწავლეს ქცევითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით პრობლემის გადასაჭრელი ინტერვენციის შემუშავების გზები, და თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს ექსპერტებს გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.

ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის შედეგად ექსპერტებმა შეისწავლეს ადგილობრივ ძალადობის მსხვერპლთა და ძალადობის შემსწრეთა ქცევა გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტის დროს და მის შემდგომ. კვლევის შედეგების საფუძველზე BIT-სთან ერთად იგეგმება ინტერვენციების შემუშავება, რომელთა შედეგადაც დასაწყისისთვის უნდა გაიზარდოს სხვადასხვა უწყებებთან დასახმარებლად მიმართვიანობა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს გენდერული ძალადობის პრევენცია.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლაზე და სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად ქცევითი ანალიზის მეთოდების გამოყენებით შესახებ, დაელოდეთ ჩვენს მომდევნო ბლოგპოსტს.

Share This

Read More

The information contained in this website is for general information purposes only. The information is provided by [business name] and while we endeavour to keep the information up to date and correct, we make no representations or warraThe information contained in this website is for general information purposes only. The information is provided by [business name] and while we endeavour to keep the information up to date and correct, we make no representations or warranties of any kind, express or implied, about the completeness, accuracy, reliability, suitability or availability

Developed by IdeaDesignGroup
Scroll up