26 ნოე 2018

როგორ გადავჭრათ უთანხმოებები საჯარო სამსახურში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით

  • სერვისლაბი

დაინტერესებულხართ, რამდენად არის დამოკიდებული უთანხმოების მოგვარება იმაზე, თუ რა ვითარებაში და ვის შორის წარმოიშვა ეს კონფლიქტური სიტუაცია?

თუ თქვენი პასუხი დადებითია, შეგვიძლია მცირე, მაგრამ  ღირებული ინფორმაცია მოგაწოდოთ და მოგიყვეთ ამბავი იმის შესახებ, თუ როგორი წარმოდგენა არსებობს საჯარო სამსახურებში უთანხმოების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით და უფრო მეტიც – როგორია მათი წარმოდგენით დავის მოგვარების იდეალური პროცესი.

მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამოქმედო სფეროს სწორედ ადამიანური რესურსების მართვა წარმოადგენს.   ამ სფეროს ფარგლებში რეფორმა მიზნად ისახავს ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც დამსახურების პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას.[1] სწორედ ამიტომ, დავინტერესდით, თუ როგორი წარმოდგენა და თუნდაც გამოცდილება არსებობს ზოგადად საჯარო სამსახურში უთანხმოებების მოგვარების საკითხთან დაკავშირებით. ამისათვის კი საქართველოს სხვადასხვა სამინისტროდან განსხვავებული პოზიციების მქონე წარმომადგენლები მოვიწვიეთ, მათ შორის, როგორც ადამიანური რესურსების მართვის სამსახურებიდან, ისევე სხვა ფუნქციური დანაყოფებიდან.

UNDP საქართველოს ინიციატივითა და ServiceLab-ის ფასილიტატორობით ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა დაეთმო სწორედ უთანხმოებების მოგვარების ეფექტური მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობების განხილვას. არსებული ვითარების შეფასებისა და გაანალიზებისთვის ServiceLab-ის უკვე მრავალჯერ გამოცდილ ერთ-ერთ ინოვაციურ მეთოდს მივმართეთ და მოგვეცა საშუალება მონაწილეთათვის გაგვეზიარებინა ყველა ის ღირებულება, რომლითაც ეს მიდგომა გამოირჩევა.

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს ვთხოვეთ ერთი ემოციით გამოეხატათ მათი დამოკიდებულება საჯარო სამსახურში დავების/უთანხმოებების მოგვარების გზებისა და გამოცდილებისადმი. მათი დადებითი  და უარყოფითი ემოციები თითქმის ერთნაირი თანაფარდობით გამოვლინდა. ჩვენთვის კი უფრო თავლსაჩინო გახდა მათი ზოგადი განწყობა საკითხისადმი.

ჩვენი სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს საჯარო მოხელეების გამოცდილებისა და განწყობის დეტალურად შესწავლა წარმოადგენდა. მეთოდი, რომელიც „მომხმარებლის რუკის“ (Customer Journey Mapping) სახელითაა ცნობილი, დაგვეხმარა უშუალოდ ჩართულ მხარეთა ხედვის და პოზიციის აღქმაში. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს ნებისმიერი პროცესის ეტაპებად დაყოფას – მისი დასაწყისიდან დასასრულამდე. თითოეული განსაზღვრული ეტაპი ჩაშლილია ასევე წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო დეტალური და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია ამოვიღოთ პროცედურის მთელი მიმდინარეობიდან. მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიზიარებთ ერთ მაგალითს  ჩვენივე სამუშაო შეხვედრიდან:

  • სამუშაო ჯგუფებმა უთანხმოების წარმოშობისა და შემდგომ მისი მოგვარების სრული პროცესის პირველ ეტაპად გამოყვეს თავად უთანხმოების წარმოქმნა და მისი – როგორც პრობლემის აღმოჩენა. ამავე პრინციპით გამოვლინდა პროცესის დანარჩენი ეტაპებიც;
  • შემდგომი ნაბიჯი უკვე ამ კონკრეტული ეტაპისთვის კრიტერიუმებით განსაზღვრულ ისეთ შეკითხვებზე პასუხს მოიცავს, როგორიცაა მაგალითად:

– რა წარმოადგენს აღნიშნული ეტაპის მიზანს?

– რა ინფორმაციას ფლობს ადამიანი ამ კონკრეტულ დროს და რა წყაროების გამოყენება ესაჭიროებათ მათ სრული ინფორმაციულობის უზრუნველსაყოფად? (დავალების ინსტრუქციის მიხედვით მონაწილეებს თითოეული დასახელებული წყარო უნდა შეეფასებინათ სანდოობის, ხელმისაწვდომობისა და გასაგებობის მიხედვით, ქულების მინიჭების პრინციპით.)

– როგორ გამოიყურება უთანხმოების მონაწილის კონკრეტული ქმედება ამ ეტაპზე?

– რა გამოწვევები და საჭიროებები არსებობს პროცესში ამ მომენტისათვის?

  • და ბოლოს – ამ ეტაპის ემოციით შეფასება, ე.ი. განსაზღვრა იმისა, თუ რა შეგრძნებები ეუფლება მონაწილეს მთელი პროცესის ამ ეტაპზე, ბედნიერია იგი, იმედგაცრუებული, დემოტივირებული თუ იქნებ რაიმე სხვა?!

UNDP Georgia

მთელი რიგი სირთულეებისა და გამოწვევების გამოვლენის შემდეგ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და მათ შორის, იმედის მომცემი აღმოჩნდა მონაწილეების მხრიდან დავალების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა იმავე ეტაპებზე დაყრდნობით უთანხმოების იდეალური პროცესის განხილვისა და ჩამოყალიბების, მათ შორის, თუ რა გზით წარმოუდგენიათ მოხელეებს მხარეთა ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობები და ა.შ.

რა საკვირველია, მონაწილეებს არ გამორჩენიათ მხედველობის არიდან დავების მოგვარების ისეთი ეფექტური საშუალება, როგორიცაა მედიაცია. აღინიშნა საჯარო დაწესებულებებში მედიაციის საშუალების არსებობის საჭიროება, ნებისმიერი სახით – იქნება ეს შიდა თუ გარე ინსტიტუცია. საკმაოდ ინსპირაციული და ყურადსაღები გამოდგა მონაწილეების მხრიდან ამ პროცესში საჯარო სამსახურის ბიუროს როლის ხსენება, მათი დაინტერესება თუ რა ეტაპზეა მიზანშეწონილი ბიუროს ამ საკითხში ჩართულობა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა საჯარო დაწესებულებებში პრაქტიკული, იურიდიული კონსულტირების შინაარსის მქონე გზამკვლევის დანერგვისა, სადაც ნებისმიერი თანამშრომლისათვის გასაგებად არის ჩამოყალიბებული ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც მათთვის მსგავსი  შემთხვევებისას სასარგებლო აღმოჩნდება.

საბოლოო ჯამში, შესაძლოა თამამად ითქვას, რომ სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს მივაღწიეთ – შევძელით მიგვეკვლია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფომაციისადმი რეალურ დამოკიდებულებებსა და გამოცდილებებზე დაყრდნობით, და ასევე მოვახერხეთ მონაწილეთა ინფორმირება აღნიშნული საკითხისა და მიდგომის შესახებ მათი შესაძლებლობათა განვითარების თვალსაზრისით.

 

 

გაზიარება

სრულად

14 ნოე 2018

გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა ქცევითი ანალიზის გამოყენებით

  • სერვისლაბი

2017 წელს საქართველოში 2142 ოჯახური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა და 4370 შემაკავებელი ორდერი გაიცა. გენდერული ნიშნით ძალადობა (GVB) ჯერ კიდევ დიდ და კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის. ძალადობას უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ქალის ფიზიკურ ან მენტალურ ჯანმრთელობაზე და არც თუ იშვიათად სრულდება ფატალური შედეგით. ქალების 35% განიცდის ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო და სამხრეთ აფრიკა წარმოადგენს.  თუმცა, ამ ორ ქვეყანაში პრობლემის მასშტაბი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს კვლევებსა და ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში. დამკვიდრებული საზოგადოებრივი თუ კულტურული სტიგმის გათვალისწინებით, ბევრად ნაკლები ძალადობის მსხვერპლი ქალი მიმართავს სხვადასხვა უწყებას დახმარებისთვის და თავად ცდილობს გაუმკლავდეს მოძალადეს.  ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქცევა ძალადობის შემსწრე:

  • გვერდს უვლის ძალადობის ფაქტს და თავს იმშვიდებს, რომ ეს მისი საქმე არ არის,

თუ

  • მომენტალურად რეაგირებს შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად?

გენდერული ნიშნით ძალადობის ხელის შეშლასა და თავიდან არიდებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ირგვლივმყოფების და შემთხვევითი “მოწმეების” ჩართულობა. საქართველოსა და სამხრეთ აფრიკაში არსებული საზოგადოებრივი “ნორმების” ზეგავლენით ადამიანების დიდი ნაწილი ამ დროს არაფერს აკეთებს მსხვერპლის დასახმარებლად. გარდა საზოგადოებაში დამკვიდრებული “ნორმებისა”, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტის შესწრებისას ჩაურევლობაზე სხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას, რაც კომპლექსურ ხარისხობრივ კვლევას საჭიროებს საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად.

ამ პრობლემის ინოვაციური გზით გადაჭრის იდეით გავერთიანდით ჩვენ (ServiceLab), UNDP Georgia, UNDP South Africa და  UN Women-ის ორივე ქვეყნის წარმომადგენლობა. პროექტის მთავარი მიზანი ქცევითი ანალიზით (Behavioral Insights) ნაკარნახევი ინტერვენციის მოდელის შემუშავებაა, რომელიც აამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას პრობლემის ირგვლივ და ნორმად დაამკვიდრებს ძალადობის შემსწრე პირების მხრიდან ჩარევას ძალადობის შესაჩერებლად. პროექტზე მუშაობის პირველივე დღეებიდან შემოგვიერთდნენ BIT-ის (ქცევითი ანალიზის გუნდი) ექსპერტები არაერთი წარმატებული ინტერვენციის დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილებით, მათ შორის – გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით. BIT დიდ ბრიტანეთში დაარსებული პირველი სამთავრო ორგანიზაციაა, რომელიც ქცევითი ანალიზის მეთოდს იყენებს სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად და მოქალაქეებზე მორგებულ საჯარო სერვისების შესაქმნელად. BIT-ის პროექტში ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქცევითი ანალიზის შესახებ ცოდნის მიღების და მისი პრაქტიკაში გამოყენების მხრივაც, მიღებული გამოცდილების სამომავლო პროექტებში ცალკე თუ სხვა ინოვაციურ მოდელებთან ერთად გამოყენებისთვის.  

საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემის გადასაჭრელად პირველად ხდება ქცევითი ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც პროექტს ექსპერიმენტულ ხასიათს ანიჭებს. ქცევითი ანალიზის მეთოდოლოგიის გამოყენების მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მცირე ბიუჯეტით მიღწეული მაღალი ეფექტურობა. ამის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ეგვიპტეში, გენდერული ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით გაეროს განვითარების პროგრამასა და BIT გუნდს შორის მიმდინარე თანამშრომლობა. პროექტის  ფარგლებში, ქალებს ელექტროენერგიის ქვითრების მეშვეობით მიაწოდეს ქცევითი ანალიზის გამოყენებით ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით სპეციალურად შემუშავებული მესიჯები, რომლითაც ძალადობის მსხვერპლებს უბიძგებდნენ დასახმარებლად მიემართათ შესაბამისი უწყებებისთვის.

პროექტის  ფარგლებში, BIT-ის ექსპერტები ჩამოვიდნენ საქართველოში თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად და ქცევითი ანალიზის მეთოდის გასაზიარებლად გენდერული ძალადობის საკითხებზე მომუშავე სერვისის მიმწოდებელი საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მისიის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა შეისწავლეს ქცევითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით პრობლემის გადასაჭრელი ინტერვენციის შემუშავების გზები, და თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს ექსპერტებს გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლის შესახებ.

ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის შედეგად ექსპერტებმა შეისწავლეს ადგილობრივ ძალადობის მსხვერპლთა და ძალადობის შემსწრეთა ქცევა გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტის დროს და მის შემდგომ. კვლევის შედეგების საფუძველზე BIT-სთან ერთად იგეგმება ინტერვენციების შემუშავება, რომელთა შედეგადაც დასაწყისისთვის უნდა გაიზარდოს სხვადასხვა უწყებებთან დასახმარებლად მიმართვიანობა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს გენდერული ძალადობის პრევენცია.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლაზე და სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად ქცევითი ანალიზის მეთოდების გამოყენებით შესახებ, დაელოდეთ ჩვენს მომდევნო ბლოგპოსტს.

გაზიარება

სრულად

06 აგვ 2018

Back to the Future with Sophia

  • (ENG) Sesili Verdzadze

As many of you may already know, I work for the Public Service Development Agency, leading the one and only government Innovations Lab (ServiceLab) in the region. My job is usually packed with meeting interesting people, working on an extraordinary project, and very often, presenting these projects in diverse settings. But now, I am excited to tell you all about my recent experience at global OGP summit in Georgia, that was completely different and once in a lifetime opportunity (at least for now). Yes, I met her — the first humanoid robot Sophia.

All started weeks before the summit — I was thrilled to learn, that UNDP Georgia was able to invite Sophia for the innovations session, and I and her, together with amazing speakers (from UNDP Georgia, Armenian Government, and Nesta UK) would discuss the role of technologies in advancing public services. It was a big challenge, making me a bit nervous, but eager to do it, so I started reading and watching all about Sophia and AI to be more prepared for the big day.

Our first meeting

My first encounter with Sophia was right before the summit started, at the UNDP office — when we all gathered to go over our session agenda. The moment I met her face to face, my mind started to wander in time, reliving my childhood fantasies to imagining future, that was right in front of me, very real yet elusive. I know, it may sound strange, but at first, I was quite nervous not knowing how to act, how to interact with a robot which (or maybe who) can actually think and engage in the conversation. So, a number of questions were popping up in my head: What will I feel as she starts talking to me? What if she does not exactly understand what I ask? What if she reads my emotions more than I would be willing to disclose? What if she stops working (I know it’s an advanced machine, but still, it’s a technology and any technology may fail)? But very soon all my doubts and fears were gone and Sophia and I were the best friends discussing the public sector innovation challenges and her visit to Georgia. Yes, you read that right — we connected and this connection was as exciting and overwhelming as the connection of human and robot can be.

Source: UNDP Georgia

As I saw later, I was not the only one excited and thrilled by Sophia’s visit, the session on public sector innovations, was packed with OGP participants, media representatives and local partners. The interest was big among the public as well, as they surrounded Sophia during her visit at the Public Service Hall and asked her numerous questions to get to know her better. So, more or less I can say that the Georgian public was quite open to such technology and welcomes Sophia with usual hospitality.

Source: UNDP Georgia

After summit was over and I waved Sophia goodbye, reflecting on my thoughts got me thinking what the general public think and why so many doubt the future of robotics. Is it skepticism? Perhaps fear of the unknown? Or… could it be the horror of robots taking over the world and destroying the human race as seen in movies? I was not capable to answer my own questions, but suddenly I realized that instead of the fear of the unknown, I feel the excitement.

Remembering that we, the humans, are the biggest threat for mankind, I believe, that technologies and robots can make our lives much easier, covering for all the routine and very often heavy work, giving us more time to tackle creative, inspiring and impactful issues, or simply enjoy life. Not bad, right?

So, going back to Sophia’s visit in Georgia, I was quite lucky to be able to spend some time with her and actually get the feel of the future, that turned out to be more humanistic than I could ever imagine.

https://www.youtube.com/watch?v=Tm9V6ZabZVQ&feature=youtu.be

 

So, I set the challenge for myself: to design and deliver people-oriented public services while increasing trust and understanding of technologies among the citizens — what better can an innovations lab housed within the government do, right?

So, tune up for more exciting and innovative news coming from us to support better services for more inclusive and transparent government.

გაზიარება

სრულად

06 მაი 2018

წინამდებარე ვებსაიტი შექმნილია ევროკავშირისა და გაეროს დანვითარების პროგრამის დახმარებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ იურიდიული დახმარების სამსახური და მისი შინაარსის ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის პოზიციად აღქმა დაუშვებელია.

Developed by IdeaDesignGroup
მაღლა